17 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
მაჩალიკაშვილის საქმე - EMC საქმის მასალების გაცნობას ითხოვს

ადამიანის უფლებების სწავლების ცენტრი პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მაჩალიკაშვილის საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვისკენ მოუწოდებს.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ უწყებები სამართლებრივი პროცესის მიღმა თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობის შესახებ ინფორმაციას მტკიცებით ფორმაში ავრცელებენ და მის დისკრედიტაციას ცდილობენ.

EMC სუს-სა და მთავარ პროკურატურას მოუწოდებს დაუყოვნებლივ მისცენ ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს საქმის მასალებზე წვდომის უფლება.

„სუსი ავრცელებს ფრაგმენტულ ინფორმაციას, რომელთა შინაარსიც ბუნდოვანია, მოვუწოდებთ პროკურატურასა და სუს-ს ოჯახი და ადვოკატები დაგვიშვან საქმის მასალებზე, რათა მათი კრიტიკული სრულყოფილი დამუშავების საშუალება მოგვეცეს,“- ამბობს ადვოკატი თამთა მიქელაძე.

 

დღის ამბები