საპარლამენტო უმცირესობა ე.წ. ტატუნაშვილი - ოთხოზორიას სიის შემადგენლობით უკმაყოფილოა. „ევროპულ საქართველოში” აცხადებენ, რომ სია კომპრომისულია და მასში არ არიან შეყვანილები რუსეთის ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც წლების განმავლობაში არღვევდნენ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს.
„სამწუხაროდ ამ სიაში არ არის შეყვანილი რუსეთის ფედერაციის არც ერთი მოქალაქე. კერძოდ, არ არიან შეყვანილი ФСБ-ს, ადგილზე არსებული ГДУ-ს და ზოგადად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ახორციელებენ ეფექტურ კონტროლს და არიან პასუხისმგებლები არა მარტო ამ დანაშაულების ჩადენაზე, არამედ დამნაშავეებზე ხელის დაფარვაზე. არც ერთი ასეთი ადამიანი ამ სიაში არ მოხვდა,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ და აღნიშნა, რომ პარტია გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ ამ სიაში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებიც მოხვდნენ.