17 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
შეხვედრა მოსახლეობასთან - პრემიერმა განათლებისა და კლტურის და სპორტის სამინისტროების გაერთიანების მიზეზები განმარტა

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ზუგდიდში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სიტყვით გამოსვლის პრემიერ-მინისტრმა მთავრობაში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებზე და რეგიონში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მამუკა ბახტაძემ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანების მიზეზიც განმარტა.

„ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ რა გამოწვევები და პასუხისმგებლობა გვაქს. ძლიერი საქართველო ეს ნიშნავს ძლიერ რეგიონებს. იცით, რომ ჩვენ ვგეგმავთ განათლებისა და კულტური და სპორტის სამინისტროს გაერთიანებას. ეს არის რეალურად სამი მიმართულება, რომელიც ერთმანეთს ავსებს. არც განათლება ვერ იქნება თვითკმარი, ვერც სპორტი და კულტურა იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი გარემო სადაც ბაღიდან დაწყებული უნივერსიტეტით და პროფესიული სასწავლებლით დამთავრებული, ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ როგორც განათლების მიღებას ასევე კულტურის და მნიშვნელოვანი ფასეულობების შეგრძნებას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

დღის ამბები