17 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
ავარიას გომთან ორი ადამიანი ემსხვერპლა-ერთმანეთს ტრაილერი და თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი მანქანა შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ გომთან მსხვერპლით დასრულდა​. ერთმანეთს თურქული სანომრე ნიშნით მოძრავი ტრაილერი და თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი შეეჯახნენ. "კურიერის" ინფორმაციით მსუბუქი მანქანით 3 ადამიანი მგზავრობდა, შეჯახების შედეგად ორი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. ერთი კი მძიმე დაზიანებებით გორის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

დღის ამბები