მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის ისტორიული იერსახის შენარჩუნებაზე იმსჯელეს.
დედაქალაქის მერის თქმით, რეაბილიტირებულ უბნებში შეინიშნება საცხოვრებელი სახლების დაზიანება საყოფაცხოვრებო დანიშნულების მილებით.
დედაქალაქის მერმა ზედამხედველობის სამსახურს კონდიციონერებისა და გათბობის მილების დემონტაჟი მოსთხოვა.
“მინდა დავავალო თბილისის ზედამხედველობის სამსახურს, რომ დააფიქსიროს და აღრიცხოს თითოეული მსგავსი ფაქტი, რაზეც ახლა ვსაუბრობდი. მესაკუთრეებს მივცეთ გონივრული ვადა, რომ თვითნებურად მოწყობილი ინფრასტრუქტურის დემონტაჟი განახორციელონ. ის დაზიანებები, რაც არის ფასადებზე, მინგრეული, მონგრეული ამას ჩვენ ჩვენი ხარჯებით აღვადგენთ, მოვაწესრიგებთ, ხოლო ეს რაც არის კონდიცირების მოტორები და გამათბობლების მილები, რომლის გამოც მოხდა დაზიანება, აუცილებლად დაიწყეთ ამის დემონტაჟი“- განაცხადა კახა კალაძემ.