17 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
"როგორც ჩანს ეს დაკავებები გაგრძელდება" - შს მინისტრი არასრულწლოვანების მკვლელობის საქმეზე კომისიის დასკვნას ელოდება

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმეზე შს მინისტრი არ გამორიცხავს, რომ დაკავებები გაგრძელდეს. როგორც გიორგი გახარია აცხადებს, ახალი გამოძიების ფარგლებში უკვე მოხდა ერთი პირის დაკავება. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის მუშაობას, მინისტრი ამბობს, რომ დაელოდება შედეგებს.

„საპარლამენტო  კომისია, რომ დაასრულებს მუშაობას ამის შემდეგ გავაკეთებ მე კომენტარს. საპარლამენტო  კომისიის ვადა არის სულ სამი თვე. მუშაობენ სულ სამი დღე. ამიტომ ახლა ეს თემა დავხურეთ. მეორე, გამოყოფილი არის ცალკე საქმე, რომელიც გამოყოფილი იყო 27 დეკემბერს. ამ საქმის ფარგლებში არც ერთ შემთხვევას, არც ერთ ვარიანტს სიტუაციას მოვლენების განვითარების არ გამოვრიცხავთ. იქ უკვე როგორც იცით ახალ გამოკვეთილი საქმის ფარგლებში რამდენიმე ახალი დაკავებული გვყავს და როგორც ჩანს ეს დაკავებები გაგრძელდება,“-განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები