„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ქვემო ქართლში ხეების გაჩეხვასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას და ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას მოითხოვს.
შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ რეგიონში ოქროს მოპოვებითი სამუშაოების გამო, ასიათასობით ხე გაიჩეხა, რასაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს.
„პლანეტის ზედაპირი, ჰიროსიმასა და ნაგასაკში ისე არ შეუცვლია ატომურ ბომბებს, როგორც ეს მოახერხა ოქროს მაძიებელმა ბიძინა ივანიშვილმა ქვემო ქართლსა და ალგეთში. ჩადენილია უმძიმესი საშინაო და საერთაშორისო დანაშაული, სახეზეა მასობრივი ეკოლოგიური კატასტროფა, მოწამლული აყრილი, მოსახლეობა, მილიონობით მოჭრილი ხე. მე მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, თუ ის საქართველოსია, სასწრაფოდ შექმნან დროებითი საგამოძიებო კომისია, დაკითხონ ბიძინა ივანიშვილი,“ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.