05 მაისი 2024,   13:30
ვრცლად
Echowaves- ანაკლიაში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ჩატარედება

Echowaves - ამ სახელწოდებით ანაკლიაში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, წელს პირველად ჩატარდება. ფესტივალი Chek in Georgia- ს ფარგლებში 23 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ხუთ განსხვავებულ სცენაზე მსმენელის წინაშე 150 არტისტი წარდგება.

ღონისძიებების ორგანიზატორებმა ფესტივალის ლაინ აფი წარმოადგინეს და ანაკლიის გარემოზე და უამრავ ტურისტის  სტუმრობაზე ისაუბრეს.

„ანაკლიაა ის კურორტი, სადაც ყოველთვის და აუცილებლად უნდა იმართებოდეს რაღაც მუსიკალური და საქართველოა ის ქვეყანა, სადაც ძალიან ბევრი და ძალიან საინტერესო შეიძლება აღმოაჩინოს აქ ჩამოსულმა ადამიანმა,“ -  განაცხადა ნიკა დვალიძემ.

დღის ამბები