ზუგდიდში „ქართული ოცნების მმართველობის“ დროს, დაზარალებულ მოსახლეობას, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სპეციალური სერტიფიკატები გადასცა. სერტიფიკატები იმ 200-მდე ოჯახს გადაეცა, რომლებიც საბანკო სესხის შედეგად უსახლკაროდ დარჩა და პენსიონერები, რომლებმაც მკურნალობისთვის სესხი აიღეს და ვეღარ ისტუმრებენ.
ოპოზიციური პარტია, სერტიფიკატით ვალდებულებას იღებს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დაზარალებულებს მატერიალურად დაეხმაროს.
ზუგდიდის მოსახლეობა ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ყურადღება და დახმარება არ მიუღიათ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ მოსახლეობის კონკრეტულ პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს გააკეთებს.
„ეს სერტიფიკატი, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ, იყოს 100 პროცენტიანი გარანტია იმისა, რომ ყველა ეს პრობლემა იქნას მოგვარებული ბოლომდე,“- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.