100-ზე მეტ კანონში ცვლილებები პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში დღეს დარეგისტრირდება. ამის შემდეგ კი დეპუტატებმა უნდა იმსჯელონ რა ვადაში და რა პროცედურით გაგრძელდება სტრუქტურულ ცვლილებებზე მუშაობა. 10 სამინისტრო პლუს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 14 უწყების ნაცვლად - ასეთია პრემიერ ბახტაძის გეგმა. სტრუქტურული ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, რომლის მიზანიც მცირე მთავრობის ფორმირებაა, პარლამენტი მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობაზე დაიწყებს მსჯელობას.
"ნაციონალურ მოძრაობაში" განმარტავენ, რომ მიმდინარე რეორგანიზაცია ხარჯებისა და ბიუროკრატიის შემცირებას არ მოიტანს და მას სულ სხვა მზიანი ჰქონდა.
"მთელი ეს ცვლილებები გააკეთეს იმიტომ, რომ უმტკივნეულოდ გაეშვათ მთავრობიდან რამდენიმე ადამიანი. წულუკიანის, სოზარ სუბარისა და კულტურის მინისტრის მოსახსნელი რეორგანიზაცია ვნახეთ,"-აცხადებს რომან გოცირიძე.
რეორგანიზაციის არაეფექტურობაზე საუბრობენ "ევროპულ საქართველოშიც" და აცხადებენ, რომ ივანიშვილის რეჟიმის დროს ცვლილებებს აზრი არ აქვს.
"ნებისმიერი ცვლილება ივანიშვილის რეჟიმის დროს არის უბრალოდ ადგილების გადანაცვლება და მეტი არაფერი, შესაბამისად, არანაირ პოზიტიურ ნაბიჯებს ეს არ მოიტანს,"-აცხადებს სერგო რატიანი.