17 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
ლგბტ თემის წარმომადგენლები მუქარასა და შანტაჟში კაფე "ნადიკვრის ტერასას" მფლობელებს ადანაშაულებენ

ლგბტ თემის წარმომადგენლები მუქარასა და შანტაჟში კაფე "ნადიკვრის ტერასას" მფლობელებს ადანაშაულებენ.

შემთხვევა თელავში რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც ლგბტ თემის წევრებმა კაფეში ფული საბანკო ტერმინალის გაუმართაობის გამო ვერ გადაიხადეს, მოგვიანებით თანხის მიტანა, როგორც თავად ყვებიან, დაავიწყდათ. გუშინ კი მათ კაფის ბუღალტერი ვალის დაბრუნების მიზნით დაუკავშირდა.

“სამი მეგობარი ვიყავით ნადიკვრის ტერასაზე შევუკვეთეთ საკვები. გადახდის დრო რომ მოვიდა, ტერმინალი არ ჰქონდათ. დაემუქრა ჩემს ბენეფიციარს, რომ გაუსაჯაროვებდა პირადი ცხოვრების პიკანტურ დეტალებს“-ამბობს ”თანასწორობის მოძრაობის” თელავის რესურსცენტრის მენეჯერი მონიკა ჩიგიშვილი.

კაფის ერთ-ერთი მეპატრონე შეურაცხმყოფელ საუბარს არ ადასტურებს.

„მე შევესწარი იმას, რომ ბუღალტერი ეუბნებოდა, რომ არ იყო ეს სწორი საქციელი. ისინი უარყოფდნენ, რომ თანხა ჰქონდატ გადასახდელი მუქარა არ ყოფილა“-ამბობს რესტორნის ერთ-ერთი მფლობელი ნიკოლოზ ლაშხი.

ფაქტზე გამოძიება კი ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები