17 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
საგამოძიებო კომისიაში მოზარდების მკვლელობის საქმეზე თვითმხილველს გამოკითხვა მედიისთვის დახურული იქნება

ხორავას ქუჩის მკვლელობის საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის მცირე ჯგუფი დღეს ერთ-ერთ მოწმეს დაკითხავს. ეს არის მძღოლი, რომელიც მოზარდებს შორის ხორავას ქუჩაზე დაპირისპირებას შეესწრო.

სხდომა მედიისთვის დახურულია. რაც შეეხება გაფართოებულ ფორმატს, უახლოეს მომავალში კომისიის წევრები იმ მოზარდების დაკითხვას გეგმავენ, რომელთა ჩვენებებიც საქმეში დევს.

„სამწუხაროდ, ძალიან ბევრი კითხვა, რომელიც ჩვენ დავსვით რჩება პასუხგაუცემელი, კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ არამარტო პასუხგაუცემელი რჩება უფრო მეტი დამატებითი კითხვა გაჩნდა.

ჩვენ გავაგრძელებთ შეხვედრებს, ეს იქნება ვიწრო ფორმატში, თუმცა ისევ საჯარო. ეს  იქნება თვითმხილველებთან შეხვედრები“- ამბობს კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე.

კომისიის წევრი საპარლამენტო უმრავლესობიდან სოფიო კილაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება შაბათს  შს სამინისტროს წარმომადგენლის გამოკითხვისას.

კილაძე ვარაუდობს, რომ კომისია შს სამინისტროს წარმომადგენლისგან ბევრ ინფორმაციას მოიპოვებს.

დღის ამბები