ხმაური იყო ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში. ერთ-ერთი პაციენტის ოჯახის წევრები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
მათი თქმით, მედიკოსების მიერ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასწორად შეფასდა, რის გამოც მდგომარეობა დამძიმდა და მისი გადმოყვანა თბილისში ახლა უკვე შეუძლებელი ხდება.
„ექიმი გვეუბნება ტყუილებს. როგორც იქნა დაგვრთეს ნება წაიყვანეთო. გამოიყვანეს ბავშვის საავადმყოფოდან უნდა ჩაგვესვა რეანომობილში და დამძიმდა მდგომარეობა, შეიყვანეს უკან და შეაერთეს აპარატზე“- ამბობს პაციენტის ნათესავი ინდირა გუბელაძე.
კლინიკაში ამ დრომდე განმარტებებს არ აკეთებენ.