საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში რეკორდულ სიცხეებს ელოდებიან. დღეს დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 39 გრადუსამდე აიწევს.
კიდევ უფრო მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი აღმოსავლეთისა და დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში.
რეკორდული სიცხეები 3 ივლისამდე შენარჩუნდება, ამის შემდეგ უკვე სინოპტიკოსები ნალექს პროგნოზირებენ, თუმცა ტემპერატურის მხოლოდ მცირედით ცვლილებაა მოსალოდნელი.