ბათუმში სამარშრუტო ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ. ისინი ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომელიც საკრებულომ დღეს უნდა მიიღოს.
მძღოლები საკრებულოში შესვლას ითხოვდნენ. რამდენიმე მათგანი ბათუმის ვიცემერს შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებები ვერ შედგა.
ახალი რეგულაციის თანახმად, გამოცხადდება კონკურსი, რომელიც გამართულ სატრანსპორტო საშუალებას გულისხმობს.
„ლუკმა-პურის შემოტანის საშუალებას ნუ წაგვართმევთ... ბანკები გვაქვს, ვერ ვიხდით გადასახადებს, გვაქვს ჩვენი პრობლემები. ინფორმაცია არ გვქონდა. დღეს სხდომაზე ამ ყველაფერს აუქმებენ, ყველა ხაზს აჭარაში მიმართულებას უცვლიან, რაც ჩვენთვის დაუშვებელია,“- აცხადებენ მძღოლები.