იუსტიციის საბჭოს საქმიანობა გამჭვირვალე არ არის-ასეთია სამოქალაქო სექტორის დასკვნა. ერთწლიანი მონიტორინგის შედეგებს ანგარიშის ავტორები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს და მოსამართლეებს აცნობს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა კრიტიკიულ ანგარიშში მესამე ტალღის სასამართლო სისტემის ხარვეზებზე საუბრობს. ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ რეფორმა უშედეგო აღმოჩნდა, რადგან მოსამართლეთა შერჩევის პროცესში სეროზული დარღვევები არსებობდა.
„თუ კი ეს ანგარიში 2017 წელში საუბრობს იმ პრობლემებზე, რომელიც განსხვავებული აზრის მიმართ საბჭოში შეინიშნებოდა, დღეს უკვე 2018-ში კანონპროექტების დონეზე საუბრობენ, თუ როგორ შეიძლება გარკვეული პრევენცია მოახდინონ საბჭოს მოსამართლე წევრებმა განსხვავებულ აზრთან მიმართებაში,“-განაცხადა საიას თავმჯდომარემ სულხან სალაძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი მესამე სექტორს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საბჭოს საქმიანობა სრულად გამჭირვალეა. დიმიტრი გვრიტიშვილის თვლის, რომ პარლამენტის შემდეგ იუსტიციის საბჭოს გამჭირვალობა სრულად არის უზრუნველყოფილი.