ზვიად კუპრავა თბილისის მერს ცილისწამებაში ადანაშაულებს. კახი კალაძემ მას ძველი ზონდერი უწოდა. კუპრავა მოითხოვს კალაძემ წარადგინოს არგუმენტები და ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე, წინააღმდეგ შემთხვევაში ზვიად კუპრავა სასამართლოს მიმართავს.
„კალაძემ ისაუბრა ჩემზე, რომ მან ძალიან კარგად იცის ჩემი წარსული და ჩემი ისტორია რომ ზონდერი ვარ და ა.შ. თუ ის წარმოადგენს მსგავსი ტიპის მტკიცებულებებს ცხადია მე მოვიხდი ბოდიშს. თუ ის ვერ წარმოადგენს მსგავსი ტიპის მტკიცებულებებს მოიხადოს კახა კალაძემ ბოდიში,"-განაცხადა ზვიად კუპრავამ.