იუსტიციის საბჭოს საქმიანობა გამჭვირვალე არ არის - ასეთია სამოქალაქო სექტორის დასკვნა. ერთწლიანი მონიტორინგის შედეგებს ანგარიშის ავტორები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს და მოსამართლეებს აცნობს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა კრიტიკიულ ანგარიშის მესამე ტალღის სასამართლო სისტემის ხარვეზებზე საუბრობს.
ორგანიზაციებში ფიქრობენ, რომ რეფორმა უშედეგო აღმოჩნდა, რადგან მოსამართლეთა შერჩევის პროცესში სეროზული დარღვევები არსებობდა.
„პირველი პრობლემა ეს არის გამჭვირვალობის პრობლემა. სადაც არ არის გამჭვირვალობა, თუნდაც კოლეგიური ორგანოში, იქ ყოველთვის ჩნდება კითხები, ჩნდება პრობლემები. ამიტომ საბჭომ თავად უნდა გადადგას გარკვეული ნაბიჯები გამჭვირვალობის მიმართულებით.
გავლენიანი ჯგუფის არსებობა სასამართლო სისტემაში რა თქმა უნდა რჩება გამოწვევად, ის რომ ბევრი პრობლემა სასამართლო სისტემაში არსებობს, შეიძლება უკავშირდებოდეს მათ შორის გავლენიანი ჯგუფის არსებობასაც. მეტსაც დავამატებ, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება არამარტო სასამართლო სისტემას, მათ სორის ხელისუფლებასაც,“ -აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე.
სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. ანა ნაცვლიშვილის თქმით, თუ სამოქალაქო სექტორი და სასამართლოს სიტემის წარმომადგენლები არ შეთანხმდნენ რა არის პრობლემა, მაშინ ეს ხარვეზები გამოუსწორებელი დარჩება.
„იუსტიციის საბჭო არის არა ფორმატი რომელიც ზრუნავს მართლმსაჯულების სიტემის პროგრესსა და წინსვლაზე, არამედ ის არის უკვე ქცეული ინსტრუმენტად გარკვეული ჯგუფების ხელში, რომ შენარჩუნდეს და განმტკიცდეს ძალიან მძიმე ვითარება მართლმსაჯულების სისტემაში.
სრულიად სხვაგვარად ხედავს იუსტიციის საბჭო იმ ძალიან მძიმე ვითარებას, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში არსებობს და სრულიად სხვაგვარად ხედავს ამას არასამთავრობო სექტორი და საზოგადოება“- ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები კი მესამე სექტორის დასკვნას ტენდენციურს უწოდებენ.