ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარული ჩანაწერები და მტკიცებულებები გადასცა. ზაზა სარალიძის თქმით, მასალები საქმეს ოფიციალურად დაერთვება.
მოკლული მოზარდის მამის განცხადებით, მან ჩანაწერები საგამოძიებო კომისიასაც წარუდგინა.
„ჩანაწერები, რაც კომისიასაც გადავეცი ამას წინ გადავეცი დღეს შსს-ს. გავაფორმეთ ოფიციალური დოკუმენტაცია ჩემს წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და ვისაუბრეთ რაღაც დეტალებზე,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.