17 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
ინციდენტი საქალაქო სასამართლოს სასადილოში - შსს-მ ზვიად კუპრავას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ზვიად კუპრავას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს. უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სამართალდამცავმა ორგანომ გამოძიება საქალაქო სასამართლოს სასადილოში ზვიად კუპრავას მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დაიწყო.

„2018 წლის 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში განთავსებულ სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1983 წელს დაბადებული მოქალაქე ზ.კ.-ს მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით. მიმდინარეობს გამოძიება და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები,“ - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი და ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, სამართალდამცავ ორგანოებს ძალადობაში ადანაშაულებენ. მომხდარის შესწავლის მოთხოვნით ზაზა სარალიძემ შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციასაც მიმართა. 

კუპრავა და სარალიძე ირწმუნებიან, რომ საქალაქო სასამართლოს სასადილოში მასსა და ზვიად კუპრავას პოლიცია დაუპირისპირდა და კუპრავა სასამართლო დარბაზში დროზე ადრე ძალის გამოყენებით დააბრუნა.

დღის ამბები