30 დეკემბერი 2024,   18:50
ვრცლად
+40 გრადუსი - წელს ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია 

ზაფხულის ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი - ქუჩებში თერმომეტრები შუადღისას +40 გრადუსს უჩვენებდა. მზისგან დამწვრობისა და გადახურების ჩივილებით უკვე იმატა კლინიკებში პაციენტთა რაოდენობამ.

განსაკუთრებულ პრობლემებს სიცხე მოხუცებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებსა და ბავშვებს უქმნის. 

სიცხის გამო, ხვალიდან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან აბიტურიენტებიც. ერთიანი ეროვნული გამოცდები, ისევე როგორც შარშან, წელსაც კონდიცირების გარეშე ჩაივლის. გასულ წელს აბიტურიენტების ნაწილს პრობლემები სწორედ სიცხის გამო შეექმნა. ცენტრებში გადახურების გამო ხშირად სჭირდებოდათ სასწრაფო სამედიცინო ჯგუფების დახმარება, მაღალი ტემპერატურის გამო მწყობრიდან გამოვიდა კალმებიც რითაც აბიტურიენტებს ტესტი უნდა ეწერათ. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს მიიღონ რაც შეიძლება მეტი სითხე. 

მეტეოროლოგების ვარაუდით კი, წლევანდელი ზაფხული გასულ წლებთან შედარებით ცხელი იქნება. ძლიერი სიცხე საქართველოს მასშტაბით 3 ივლისამდე გაგრძელდება, თუმცა ტემპერატურის მკვეთრ კლებას სინოპტიკოსები არც შემდეგ ელოდებიან.

დღის ამბები