17 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
ივანიშვილის ხის ტრანსპორტირება - ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ორსანტიიდან დარჩელში სპეციალური ბეტონის გზის დასაგებად თანხა გამოყო 

104 წლის მარად მწვანე მუხა ბინას მალე ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში დაიდებს - მანამდე კი ასწლოვანი ხე ანაკლიაში უნდა გადაიტანონ.

ხე ​გუშინ სოფელ ორსანტიიდან დარჩელში სპეციალური ბეტონის გზით გადაიტანეს. გზის დასაგებად კი თანხა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო.

გუშინ მთელი ღამის განმავლობაში სამეგრელოში, ორსანტია-დარჩელის მონაკვეთზე ელექტრო ენერგია გათიშული იყო, ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საპატრულო პოლიცია.

დღის ამბები