ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გამოკითხვაზე დაიბარეს.
ზაზა სარალიძე, „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ დამფუძნებლის ზვიად კუპრავას წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება.
კუპრავას წინააღმდეგ გამოძიება შს სამინისტრომ 366-ე მუხლით დაიწყო, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.
საუბარია, 12 ივნისს საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტზე. საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ზვიად კუპრავას საქმე განიხილებოდა. გამოცხადებული შესვენების დროს ის, რამდენიმე პირთან და ზაზა სარალიძესთან ერთად სასამართლოს ბუფეტში სადილობდა, რა დროსაც ძალის გამოყენებით, სასამართლო დარბაზში დააბრუნეს.
აღნიშნულ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს. ზაზა სარალიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში დღეს უნდა მივიდეს.