17 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
სარალიძე პოლიციაში გამოკითხვაზე მალხაზ მაჩალიკაშვილთან და ზვიად კუპრავასთან ერთად მივიდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გამოკითხვაზე მივიდა. სარალიძესთან ერთად ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზვიად კუპრავაც იმყოფებიან.

სამივე მათგანი პოლიციაში პროკურატურასთან გამართული ერთობლივი ბრიფინგის შემდეგ მივიდა.

ზაზა სარალიძე, „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ დამფუძნებლის ზვიად კუპრავას წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება.

კუპრავას წინააღმდეგ გამოძიება შს სამინისტრომ 366-ე მუხლით დაიწყო, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.

საუბარია, 12 ივნისს საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტზე. საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ზვიად კუპრავას საქმე განიხილებოდა.

გამოცხადებული შესვენების დროს ის, რამდენიმე პირთან და ზაზა სარალიძესთან ერთად სასამართლოს ბუფეტში სადილობდა, რა დროსაც ძალის გამოყენებით, სასამართლო დარბაზში დააბრუნეს.

„სასადილოს ინციდენტთან დაკავშირებით, რასაც ზვიად კუპრავას ედავებიან არის აბსურდი და სისულელე. ძალიან ბევრი დეტალია იქ რაც პირიქით, ამათ საწინააღმდეგოდ მეტყველებს.  

მაინტერესებს რა კითხვებს დამისვამენ. სიმართლე გითხრათ, რა უნდა ვისაუბრო ისიც არ ვიცი, რადგან იქ არაფერი მომხდარა სამართალსაწინააღმდეგო“- აცხადებს სარალიძე.

 

დღის ამბები