განსაკუთრებულად ცხელი ზაფხული ელით აბიტურიენტებს. დაპირების და ზაფხულის ცხელი დღეების მიუხედავად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის გადაწყვეტილებით, კონდიცირება მხოლოდ რუსთავში მდებარე საგამოცდო ცენტრში მოხდება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი განმარტავს, რომ სწორედ გაუსაძლისი სიცხისა და კონდინცირების სისტემის არ არსებობის გამო, საგამოცდო ცენტრები დედაქალაქის გარეუბნებში არსებულ სკოლებში განათავსეს, რადგან გარეუბნები გაცილებით გამწვანებულია.
მიმინოშვილის განცხადებით, კონდიცირება წელს რუსთავის სკოლიდან დაიწყება.
„რაც შეეხება კონდიცირების სისტემას, თქვენ ალბათ, იცით, რომ ეს მინისტრის პირადი ინიციატივა იყო, კონდიცირების სისტემა შემოეღო ყველა საგამოცდო ცენტრში, მაგრამ პილოტირების რეჟიმში ეს წელს დაიწყო რუსთავის საგამოცდო ცენტრიდან, იმიტომ, რომ რუსთავის საგამოცდო ცენტი არის ყველაზე ცხელი,“ - განაცხადა მიმინოშვილმა.
ამის გემო დღეს გამოცდების ეროვნულ ცენტრს პრემიერმა უსაყვედურა.
„ეს გარემოება არის ძალიან ცუდი, მე ასე შევაფასებდი და დღეს ჩვენ მთავრობის სხდომაზე ამ საკითხზე აუცილებლად ვისაუბრებთ, როგორ შეიძლება ეს უმოკლეს ვადებში მოგვარდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს იყო საკითხი, რომლის დაგეგმვაც ალბათ, უკეთ შეიძლებოდა,“ - განაცხადა პრემიერმა.