17 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
"გამოვიდეს მერია და გარკვევით თქვას, რა პრობლემებია და რისი დარეგულირება უნდა“ - გაბაშვილი ღია კაფეების მფლობელებს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ წევრები გარე კაფეების მფლობელებს შეხვდნენ. თბილისის საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლებმა იმ რეგულაციებზე იმსჯელეს, რომელსაც თბილისის მერია გეგმავს.

ღია კაფეების მეპატრონეები აცხადებენ, რომ შეზღუდვები, რომელსაც მუნიციპალიტეტი აწესებს, მათ ბიზნესზე უარყოფითად აისახება.

საკრებულოს დეპუტატები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მერიას კონკრეტული აკრძალვების წარდგენას სთხოვენ.

„იმის მაგივრად, რომ ქალაქის მერია ხელს უწყობდეს გარე კაფეებს, იმიტომ რომ გვინდა ეს ტურისტული ქალაქის იყოს. იქმნება  გაუგებარ პრობლემები, აბრებთან დაკავშირებით, წარწერებთან დაკავშირებით, საკუთარი მენიუების მაგიდაზე დადებასთან დაკავშირებით, გარე კაფეების მოწყობასთან დაკავშირებით. იმის ნაცვლად, რომ იყოს თანამშრომლობის ვითარება, არის ზედამხედველობის საშუალებით მუდმივად მათთვის ხელის შეშლა.

ჩვენი მოთხოვნაა, გამოვიდეს მერია და გარკვევით თქვას, რა პრობლემებია და რისი დარეგულირება უნდა,“-ამბობს გიორგი გაბაშვილი.

დღის ამბები