ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, მომხდარის უშუალო თვითმხილველს კითხავს.
კომისიის წევრთა კითხვებს ნელი ზამბახიძე პასუხობს, რომლის რომლის ინტერვიუც გუშინ "კურიერის" ეთერში გავიდა და რომელიც გამოძიებას არ დაუკითხავს. ნელი ზამბახიძემ 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის დეტალები გაიხსენა.
ზამბახიძე ამტკიცებს, რომ მან დაინახა როგორ ურტყამდნენ მომაკვდავ დავით სარალიძეს ერთ- ერთი ახალგაზრდა.
„ბიჭო უკვე მკვდარია, ნუ ურტყამო... მერე მოიყვანეს მანქანა და მორეცხეს ეს სისხლები, მაგრამ ეს სისხლები არ მოირეცხა.“- განაცხადა ნელი ზამბახიძემ.
დღეს კომისიის წევრებმა გამოკითხეს სხვა თვითმხილველებიც.
„არ შემიძლია გავიხსენო ვინ დაჭრა, სახეზე ეს არ მახსოვს, იმიტომ რომ მხოლოდ ხელი მოხვდა ჩემს თვალთახედვის არეში, რომლითაც აძრობდა დანას. ფარდულს მე ვერ ვხედავდი,“- ამბობს დიანა ბოლოთაშვილი.
ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ გამოკითხვა უფრო ადრე უნდა ჩატარებულიყო და ახალ დეტალებზე ჯერჯერობით საუბარი ადრეა.
საპარლამენტო კომისიამ მუშაობა ხორავას ქუჩაზე, დილიდან განაახლა.