17 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
საგამოძიებო კომისია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წევრებს ხვდება

"ხორავას ქუჩის" საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წევრებს ხვდებიან.

შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ის ორი რეკომენდაციაა, რომელზეც კომისიამ მომავალში უნდა იმსჯელოს.

როგორც ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე საია-ის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ, განუცხადა, რეკომენდაციები საგამოძიებო ორგანოსადმია განკუთვნილი და ორ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ეხება. 

ამასთან, როგორც სალაძე აღნიშნავს, მას აინტერესებს კომისიის წევრების პოზიცია კონკრეტულად საგამოძიებო პროცესისადმი. 

"კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მე პირადად მაინტერესებს, ეხება უშუალოდ შემთხვევის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს. იყო გარკვეული ჩავარდნა. როცა კომისია იქმნებოდა ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომელიც მას ჰქონდა, იყო იმის დადგენა, ხომ არ იყო დაშვებული რაიმე შეცდომები გამოძიების დროს. ამაზე კომისიას გარკვეული შეხედულებები უკვე აქვს. კითხვები ლეგიტიმურია ამ მხრივ. თუკი ამხელა გახმაურებულ საქმეზე ამდენი ტიპის პრობლემა არსებობს, შეგვიძლია მარტივად წარმოვიდგინოთ, სხვა ჩვეულებრივი გამოძიების დროს რამდენი პრობლემა შეიძლება, იყოს," - განაცხადა სალაძემ.

დღის ამბები