ქუთაისი-საირმის გზაზე მთა ჩამოიშალა, რის გამოც, რამდენიმე საათის განმავლობაში მოძრაობა შეწყდა.
ამ გზაზე უკვე ერთი თვეა, გზების დეპარტამენტი გზის გაფართოების სამუშაოებს აწარმოებს.
მანქანების სავალ ნაწილზე, გზის ყველაზე ვიწრო მონაკვეთძე, კომპანიამ მთის დაშლა დაიწყო. კომპანიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ქვების ჩამოშლა შესაძლოა, მიწისძვრამ გამოიწვია.
გზა ამ დროისთვის გახსნილია, თუმცა, სპეციალისტები არსებულ ვითარებას უწყვეტ რეჟიმში აკვირდებიან.