საქართველო უსაფრთხო ქვეყნებს შორის მე-17 ადგილზეა.
კვლევა “მსოფლიო მართლწესრიგი - 2018“ ამერიკულმა ინსტიტუტმა Gallup-მა 142 ქვეყანაში ჩაატარა.
რეიტინგში საქართველოს ქულა 87-ით განისაზღვრა. ამდენივე ქულა მოიპოვა პორტუგალიამ და თურქმენეთმა.
ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად 97 ქულით სინგაპური დასახელდა.
ათეულში ასევე მოხვდნენ: ნორვეგია, ისლანდია, ფინეთი, უზბეკეთი, ჰონგ-კონგი, შვეიცარია, კანადა, ინდონეზია და დანია.
საფრთხის შემცველი ქვეყნების სათავეში 44 ქულით ვენესუელაა. ამ სიაში მოხვდნენ: ავღანეთი, სამხრეთ სუდანი, გაბონი, ლიბერია, სამხრეთ აფრიკა, მექსიკა, დომინიკის რესპუბლიკა, ბოსტვანა და სიერა ლეონე.
მოქალაქეების პირადი უსაფრთხოების აღქმის ინდექსის განსაზღვრისთვის სულ 148 ათასი ადამიანი გამოიკითხა.