17 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
სარალიძის ოჯახის ადვოკატი საგამოძიებო კომისიის მიერ წარდგენილ რეკომენდაციებს ეთანხმება

მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს დილიდან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ხვდებოდნენ.

შეხვედრაზე იმყოფებოდა მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის, ოჯახის ადვოკატი.

ნესტან ლონდარიძის თქმით, ის ეთანხმება საგამოძიებო კომისიის მიერ პროექტის სახით წარდგენილი ორივე რეკომენდაციას.

ლონდარიძის თქმით, პროექტში დასმულია ის საკითხები, რომლებიც გამოძიებას აქამდეც უნდა გაეთვალისწინებინა.

"აქ დასმულია ის საკითხები, რაც გამოძიება უნდა გაეკეთებინა, ის რეკომენდაციები,რაც დღეს წარმოგვიდგინეს პროექტის სახით უკვე შესრულებული უნდა ყოფილიყო. საქმის მტკიცებულებები გვაძლევს იმის საფუძველს, რომ დავეთანხმოთ რეკომენდაციებს. ძალიან  მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს გამოძიება იმ პიროვნების მიმართ, რომელზეც ცნობილია, რომ ჭრილობა აქვს მიყენებული და დღემდე ამ კუთხით არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ არის გადადგმული," - აცხადებს ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე.

დღის ამბები