17 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა გომბორზე - ერთ-ერთი დაშავებული ტურისტი ქალი თბილისში, ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გადმოიყვანეს

გომბორზე მომხდარი ავტოავარიისას დაშავებული ერთ-ერთი ტურისტი ქალბატონი დღის ბოლოს თელავიდან თბილისში, ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გადმოიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტს გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მოტეხილობა და მუხლის დაჟეჟილობა აღენიშნება.

დასჭირდება თუ არა მას ქირურგიული ჩარევა ჯერჯერობით უცნობია. ექიმების განცხადებით, ეს პაციენტზე დაკვირვების შემდეგ გადაწყდება.

“მთიან ადგილზე გადავაადგილდებოდით, როდესაც ერთ-ერთ მოსახვევში ავტობუსი გადატრიალდა. ავარია სავარაუდოდ მაღალი სიჩქარის გამო მოხდა. მგზავრებმა სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები მიიღეს, ჩაიმსხვრა ავტობუსის მინები. 2 ქალი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო. ჩემს მეუღლეს რამდენიმე ნეკნის მოტეხილობა აქვს. თელავის საავადმყოფოში ექიმებმა მას სრული გამოკვლევა ჩაუტარეს და შესაბამისი სამედიცინო დასკვნა თბილისში ცოტახნის წინ ჩამოვიტანეთ. ადგილობრივ ექიმებს ჩემი მეუღლე ჯერ არ გაუსინჯავთ. ჩვენ მათ შეფასებას დაველოდებით,”-განაცხადა დაშავებულის მეუღლემ სერგეი პლისკამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები