17 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
“21-ე საუკუნის ბავშვები" - ენმ-ს მტკიცებით, ბათუმში ჩატარებული ფესტივალი რუსულ პროპაგანდას ემსახურება 

“ნაციონალური მოძრაობა” აჭარის მთავრობას რუსული პროპაგანდის გავრცელების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

საქმე ეხება 30 ივნისს ბათუმში გამართულ ფესტივალზე - “21-ე საუკუნის ბავშვები”. პარტიის წევრის, ასმათ დიასამიძის განცხადებით, პროექტი რუსეთშია დაფუძნებული და მისი ძირითადი მიმართულება რუსული პროპაგანდის გავრცელებაა. 

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ პროექტის მხარდამჭერები “საბჭოთა კავშირის გმირების კლუბი”,  "რუსეთის ფედერაციის გმირები", მოსკოვის დიდების ორდენის კავალერები და რუსეთის კულტურის სამინისტრო არიან.

დღის ამბები