დღეს დილით ახალსოფელთან მდებარე წყალსატევზე 2 მოზარდის ცხედარი იპოვეს. ბავშვები ველოსიპედებით სეირნობდნენ და ხელოვნურად დაგუბებულ ტბაშიც საბანაოდ შევიდნენ.
მათთან ერთად მესამე მეგობარიც იმყოფებოდა, რომელმაც ტერიტორია ტრაგიკულ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა.
არასრულწლოვნის თქმით, წყალსატევზე მათთან ერთად წასვლაზე უარი თქვა, რადგან არცერთმა მათგანმა ცურვა არ იცოდა. არასრულწლოვნის განცხადებით, საცურაოდ წასვლამდე ველოსიპედებით სეირნობდნენ და სახლში წამოსვლის დროს არ იცოდა, წავიდოდნენ თუ არა მისი მეგობრები წყალსატევზე.
მოზარდის მშობლები ამბობენ, რომ ბავშვების გარდაცვალების შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც მათმა მშობლებმა მოზარდების ძებნა დაიწყეს.
„ბანაობდნენ და დაიხრჩვნენ, ღრმად შესულან, მგონი, ზუსტად არ ვიცი. ოსიაურში მეგობარი მყავს და ეგ ავტობანის გვერდზეა და ითრევს ეგ ტბაო. ლევანის ტბა ჰქვია და ეგ ავტობანის გამო ამოთხარეს და დააგუბესო,“ - ამბობს არასრულწლოვანი.
ორივე გარდაცვლილის ცხედარი საცხოვრებელ სახლებში უკვე მიასვენეს. ისინი მე-9 სკოლის მოსწავლეები არიან და მეშვიდე კლასში იყვნენ.
გარდაცვლილი მშობლების თქმით, შვილების გარდაცვალების შესახებ გვიან გაიგეს.
„გადიოდა ზარი და არ მპასუხობდა. დრო გავიდა და საღამო ხანს აიღო ტელეფონი ერთ-ერთმა პიროვნებამ, პოლიციელი ვარო და მითხრეს, რომ ამა და ამ ადგილზე ბავშვები არიან დაკარგულებიო და ტანსაცმელი და ველოსიპედები არისო და ბავშვები არ ჩანანო. მე მაშინვე დამკრა თავში, მეთქი დაიხრჩვნენ. წავედი მანქანით და დამხრჩვალი დამხვდა. ერთი ამოყვანილი იყო, ჩემი შვილი მერე მოძებნეს, ამოიყვანეს და წამოვიყვანე სახლში,’ - განაცხადა ერთ-ერთი გარდაცვლილის მამამ.
სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ, ხელოვნურად დაგუბებულ წყალში, ორი 12 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.