ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გრიგოლ ბაკურაძეს პატიმრობის ვადა გაუგრძელა. დღეს პროცესზე ერთი მოწმე და გამომძიებელი დაიკითხა. დაკავებულმა პატიმრობის ოცი ათას ლარიანი გირაოთი შეცვლა ითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა. ბაკურაძის განცხადებით, იგი პროვოკაციის მსხვერპლია, რადგან ბავშვის წამოსაყვანად მისულს ყოფილი მეუღლე, დეა გოშხეთელიანი და მისი მამა თავს დაესხნენ.
შემთხვევა 3 იანვარს ქუთაისში მოხდა. გრიგოლ ბაკურაძე დაკავებულია ოჯახური ძალადობის ბრალდებით.
ადვოკატი ამბობს, რომ ეს არი იყო ოჯახური ძალადობა და გრიგოლ ბაკურაძე მოცემულ სიტუაციაში მსხვერპლია.