17 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
ბულინგი სკოლებში - განათლების სამინისტრომ პარლამენტში ბულინგის პრევენციისა და რეაგირების ხედვა წარადგინა

ბულინგის დაძლევა სკოლებში - აღნიშნულ პრობლემაზე დღეს განათლების კომიტეტში იმსჯელეს.

განათლების სამინისტრომ ბულინგის აღმოფხვრის სტრატეგია წარმოადგინა. უწყებამ მეთოდოლოგია ორ ეტაპიანი კვლევის საფუძველზე შეიმუშავა. პირველ ეტაპზე 30 000, ხოლო მეორე ეტაპზე 35 000 მოსწავლე გამოიკითხა.

სამინისტროში ვარაუდობენ, რომ სტრატეგია მინიმუმადე დაიყვანს ბულინგის შემთხვევებს.

„ძალიან ბევრი ფაქტორის მიმართულებით იმუშავებს, როგორც სკოლა, ასევე ყველა ის ინსტიტუცია, რომელიც მოსწავლეების უსაფრთხოებაზე იზრუნებს,“-აცხადებს განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ბულინგის პრევენციისა და რეაგირების ხედვა  შემუშავდა.

„აღნიშნული ხედვა ეყრდნობა სწორედ მოსწავლეების მოსაზრებებს და მათი მხრიდან დანახული პრობლემის გადაჭრის გზებს“- აცხადებს მარიამ ჯაში.

დღის ამბები