„ლეიბორისტული პარტიის“ აქცია განათლების სამინისტროსთან - პარტიის ლიდერი უწყებას საგამოცდო პროცესის დროებით შეჩერებისკენ მოუწოდებს. შალვა ნათელაშვილის თქმით, ერთიანი ეროვნული გამოცდები მხოლოდ მას შემდეგ განახლდეს, რაც სატესტო ცენტრები კონდიციონერებით სრულად აღიჭურვება.
„გაიცა დაპირება, რომ გამოცდების პარალელურად დაამონტაჟებენ კონდიციონერებს. ეს ჩვეულებრივი ბიძინასეული უფასო ფულის მსგავსი თაღლითური ვაჭრული დაპირებაა. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ შეწყდეს ყოველგვარი საგამოცდო პროცესი და განახლდეს ის მაშინ როდესაც იქნება კონდიციონერებით დამონტაჟებული და გაგრილების სისტემით აღჭურვილი ყველა შენობა თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის მოთხოვნას განათლების მინისტრის მოადგილემ უპასუხა. თემურ მურღულიას თქმით, კონდინციონერების მონტაჟი უკვე დაწყებულია, მათ ჩართვამდე კი გამოცდები დილით საათებში, შედარებით სიგრილეში ჩატარდება.