17 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
"რომელმა პოლიციელმა მისცა თანხმობა, კონკრეტული გვარები მაინტერესებს..."-კუპრავა საგამოძიებო კომისიის წევრებს პასუხობს

ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის წევრები უკვე ერთ საათზე მეტია ზვიად კუპრავას უსმენენ. მან საქმესთან დაკავშირებით დეპუტატებს მიაწოდა მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რის შემდეგაც საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. უმრავლესობის დეპუტატების შეკითხვები ძირითადად ზვიად კუპრავას იმ განცხადებას უკავშირდება, რომელის მიხედვითაც ფარდული სუბელიანის მითითებით პოლიციელებმა დაანგრიეს.

„გვითხარით კომისიის წევრებს კონკრეტულად ვინ გითხრათ, რომელმა ადამიანმა გითხრათ ამის თაობაზე, რომ ის მივიდა პოლიციაში და რომელმა პოლიციელმა, თუ მივიდა ვინ მივიდა და რომელმა პოლიციელმა მისცა თანხმობა, რომ დაენგრიათ ეს ფარდული თუ ასეთი ინფორმაცია თქვენ გაქვთ. კონკრეტული გვარები მაინტერესებს,“-მიმართა ზვიად კუპრავას ეკა ბესელიამ, რაზეც მან უპასუხა, რომ მას ინფორმაცია მიაწოდეს მეზობლებმა.

„მეზობლებისგან ვიცი,“-განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ფაქტობრივი გარემოებებით დაინტერესდა კომისიის სხდომაზე არჩილ თალაკვაძე.

„რა არის ის ფაქტობრივი გარემოებები რაც თქვენ გამოიძიეთ და რისი თქმა გსურთ ამასთან დაკავშირებით. რა არის ის, რაც არ ყოფილა საქმეში და არ ყოფილა განხილული. რომ გვითხრათ გარემოებები, მტკიცებულებები, ფაქტები, რომელმაც შესაძლოა შეცვალოს გამოძიების შედეგები“,-მიმართა არჩილ თალაკვაძემ ზვიად კუპრავამ.

საგამოძიებო კომისიის წევრები ასევე დაინტერესდნენ ჰქონდა თუ არა ზვიად კუპრავას კონკრეტული მტკიცებულება, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობდა მიხეილ კალანდია. 

დღის ამბები