"სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდა.
შეხვედრა პარლამენტში გაიმართა. ზვიად კუპრავას მტკიცებით, მას დაზარალებულის სტატუსი უნდა მინიჭებოდა, თუმცა ამის ნაცვლად საქმე პირიქით, მის წინააღმდეგ აღიძრა. კუპრავას თქმით, მისი დევნა მოკლებულია სამართლებრივი საფუძვლებს.
„მივაწოდე ყველა ინფორმაცია დიპლომატებს, იმ დევნასთან დაკავშირებით. მოვყევი სხვა და სხვა დროს, მათ შორის ის, რომ ჩემზე მოხდა თავდასხმა, ასე ვთქვათ, ფსიქიურად გაუწონასწორებელი პირის მეშვეობით, მათ შორის სხვა ადმინისტრაციული დაკავების, ასევე აქციაზე მომხდარი ჩემი დაკავება,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ.