ვეტემენტსის ახალი კოლექცია დემნა გვასალიამ საქართველოს მიუძღვნა - ბავშვობის მძიმე მოგონებები კი თითოეულ კოსტიუმზე გადმოიტანა - ქართული დროშა და ქართული ასოებით გაფორმებული სამოსი კი საგანმანათლებლო ხასიათსაც ატარებს. პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე გამართულ ჩვენებაში ქართველი ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ.