17 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
მოსპონ ასეთი კორუმპირებული ჩინოვნიკები - სოფელ ხიდისთავის მკვიდრი საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელს შევიწროებაში ადანაშაულებს

„5-თეთრიანები ხალხის ფულია, მას არ იყენებს ივანიშვილი და მისი ჩინოვნიკები“- ამ სიტყვებით გორის რაიონის სოფელ ხიდისთავის მკვიდრმა, დავით რევაზაშვილმა, ფინანსტა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს მიმართა და 5 თეთრიანები მიუყარა.

ის აცხადებს, რომ უწყების თანამშრომელი კობა წიქარიძე, ზედმეტსახელად "ცარი", მას ავიწროებს და ბიზნესიდან წილს სთხოვს.

დათო რევაზაშვილი ამბობს, რომ მას ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება არ გააჩნია, თუმცა, მზადაა საკუთარი სიმართლე, სიცრუის დეტექტორის საშუალებით დაამტკიცოს.

„მოთხოვნა არის მთავრობასთან მიმართებაში, მოსპონ ასეთი კორუმპირებული ჩინოვნიკები. წამოვიდნენ, წამოიყვანონ კობა წიქარიძე, დასვან სიცრუის დეტექტორზე, მეც დავჯდები და ამით დამტკიცდება ჩემი სიმართლე და ამის სიმართლე,“ - განაცხადა დავით რევაზაშვილმა.

საგამოძიებო სამსახური რევაზაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

დღის ამბები