17 ნოემბერი 2024,   16:19
ვრცლად
რატომ არ მივიდა იოსებ სიგუა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე - შსს განმარტებას აკეთებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომას, შსს-ს დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა არ ესწრება.

როგორც "რუსთავი2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სიგუა ავადაა, რის გამოც სხდომაზე მისვლა ვერ შეძლო.

თუმცა შსს-ში ვერ აკონკრეტებენ როდის შეძლებს სიგუა კომისიის წევრების კითხვებს უპასუხოს.

"ჯერჯერობით არ ვიცით როდის შეძლებს კომისიაზე გამოცხადებას. საჭიროების შემთხვევაში კომისიას დამადასტურებელი დოკუმენტიც წარედგინება,"-აცხადებენ უწყებაში. 

"კურიერის" ინფორმაციით, იოსებ სიგუამ გუშინდელი ხმაურიანი სხდომის შემდეგ თანამდებობა დატოვა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები