თბილისში ტექინსპექტირების ორი ახალი ცენტრი გაიხსნა. ცენტრები მომხმარებელს უნივერსიტეტის და მარშალ გელოვანის გამზირზე მოემსახურება.
დედაქალაქში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცხრა ცენტრია ხელმისაწვდომი.
შეგახსენებთ, რომ ტექდათვალიერების მეორე ეტაპი პირველი ივლისიდან შევიდა ძალაში და ის სავალდებულოა კომერციული თუ იურიდიული პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.