შინაგან საქმეთა სამინისტროში ზაზა სარალიძესა და მინისტრის მოადგილეებს შორის შეხვედრა დასრულდა.
როგორც უწყების დატოვების შემდეგ ზაზა სარალიძემ განაცხადა, მან მიიღო დაპირება, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე შსს რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს.
შეხვედრას არ დასწრებია შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია.
ზაზა სარალიძე მეორე დღეა, შსს-ს ეზოში მჯდომარე აქციას მართავს. ის მისი შვილის მკვლელების დაკავებას ითხოვს.