რუსთავში ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, "მერსედესის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავრდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამშველო სამსახურის, სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.