17 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
ბათუმში ბარაკის ტიპის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა - დაშავდა ერთი მეხანძრე

ბათუმში ბარაკის ტიპის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. შედეგად დაიწვა საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვა და ერთი ოთახი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.

ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

შემთხვევის შედეგად, კვამლით  მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო ერთმა მეხანძრემ, რომელიც შენობის სახურავზე იმყოფებოდა.

დღის ამბები