საგარეო საქმეთა მინისტრი ბერლინში ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, სახელწოდებით „საქართველო დასავლეთისკენ მიისწრაფვის“ მონაწილებს.
ღონისძიების მონაწილეები საქართველო-გერმანიის ურთიერთობებზე და საქართველოს დასავლური კურსის მიმართ ისტორიულ სწრაფვაზე საუბრობდნენ.
დავით ზალკალიანმა ნატო-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე გერმანელ ექსპერტებს და ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს მთავრობის ის პრიორიტეტები გააცნო, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება.
"უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არის გერმანიის მხრიდან მხარდაჭერის სიგნალი საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ და ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მას, რადგან მნიშვნელოვანია გავამყაროთ მოსახლეობას შორის კავშირები. ორივე ქვეყნის მთავრობას აქვს ძალიან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა იმ მცირე პრობლემების მოსაგვარებლად, რაც უვიზო რეჟიმის პირობებში წარმოიშვა,“ - განაცხადა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან საზოგადოებრივი თანამშრომლობის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა, დირკ ვიზემ.