17 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
რეაბილიტირების მოთხოვნით შსს-ს და პროკურატურას მივმართე, მაგრამ... - პეტრე დევრიშაძის რუსეთის აგენტობა ანულირებული არ არის

"ჩემი ჯაშუშობის საქმე კონტრდაზვერვამ შეკერა," - აცხადებს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პეტრე დევრიშაძე.

დევრიშაძის პერსონით 2010 წლის შემდეგ მედია მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ რუსეთის აგენტობისთვის გასამართლებული პირი თავდაცვისა და შს სამინისტროს გამოცხადებულ  სახელმწიფო ტენდერებს იგებდა.

დევრიშაძემ 2012 წლის შემდეგ სულ 4 მილიონ ლარზე მეტი ტენდერი მოიგო. ის ჯარისკაცებსა და პოლიციელებს სამხედრო აღჭურვილობითა და ტექნიკით ამარაგებს.

თავად დევრიშაძე ადასტურებს, რომ ის ამ დრომდე რეაბილიტირებული პირი არ არის და რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდება ანულირებული არა აქვს.

„არაერთი განცხადებით მივმართე პროკურატურაშიც, შს სამინისტროშიც, სახალხო დამცველს, პარლამენტის თავმჯდომარესაც მივმართე, რათა ჩემი რეაბილიტაცია მომხდარიყო, მაგრამ დღემდე სამწუხაროდ... ერთადერთი პროკურატურის განცხადება იყო, რომ უნდა გადაიხედოს კანონმდებლობაზე. კონტრდაზვერვამ შეკერა ეს საქმე. იმდენი აბსურდია, ადამიანი კარგად რომ ჩადგეს (შეისწავლოს საქმე), გაეცინება,“ - აცხადებს დევრიშაძე.

დღის ამბები