17 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
ოზურგეთში დის მკვლელობაში ბრალდებულ როლანდ თავაძეს 2-თვიანი პატიმრობა შეეფერდა

რამდენიმე დღის წინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ როლანდ თავაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით  2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, ბრალდების მოთხოვნა სრულად გაიზიარა.

როლანდ თავაძეს დის მკვლელობაში ედება ბრალი, თავად ბრალდებული კი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ადვოკატი დავით მამალაძე აცხადებს, რომ პირველ რიგში უნდა დადგინდეს ბრალდებულის შერაცხადობა, დადგენილების გარეშე მის ბრალეულობაზე საუბარი ადრეა.

„სანამ ამ შერაცხადობის საკითხს ვერ დავადგენთ, მანამდე დამნაშავეა თუ უდანაშაულო, ვერ გადავწყვიტავთ,“ - განაცხადა დავით მამალაძემ. 

საქმესთან დაკავშირებით პროკურორი შოთა ჩხაიძე აცხადებს, რომ შესაბამისი საგამოძიებო საპროცესო მოქმედებების ჩატარების შემდეგ დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რის შემდეგაც ბრალდებულს შეიძლება ბრალი დაუმძიმდეს.

როლანდ თავაძეს 7-დან 15-მდე პატიმრობა ემუქრება.

მომდევნო სასამართლო პროცესი  2018 წლის 24 აგვისტოს გაიმართება.

მკვლელობა რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ძმამ დას თავში ჩაქუჩი რამდენჯერმე  ჩაარტყა და მოკლა, შემდეგ კი საკუთარ ეზოში დამარხა.

 

დღის ამბები