17 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
სატენდერო კომისიამ პეტრე დევრიშაძეს ტენდერი შსს-ს ეკონომიკური დეპარტამენტის მოთხოვნით გააუქმა

სატენდერო კომისიამ  პეტრე დევრიშაძეს ტენდერი შსს-ს ეკონომიკური დეპარტამენტის მოთხოვნით გააუქმა.

ამის შესახებ  ნათქვამია შსს-ს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში, რომელიც ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ აიტვირთა.

საუბარია  შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ შუქამრეკლი ჟილეტების შესყიდვის მიზნით  2018 წლის 21 ივნისს გამოცხადებულ ტენდერზე, რომელიც აუქციონის გარეშე ელექტრონული წესით ჩატარდა და პეტრე დევრიშაძის ინფორმაციით, რომელიც გაცვლილი ანუ რუსეთის მიერ აღიარებული ჯაშუშია, მისმა კომპანიამ გაიმარჯვა.

შსს-ს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე,  ნინო ფოდიაშვილი, საგანგებო წერილით მიმართავს შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორს, მარინა მორგოშიას, რომ შეწყდეს აღნიშნული ტენდერი.    

„გაცნობებთ, რომ მოცემულ ეტაპზე მიზანშეწონილად მიგვაჩნია, შეწყდეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეებისთვის შუქამრეკლი ჟილეტების სახელმწიფო შესყიდვების მიზნით 2018 წლის 21 იბნისს გამოცხადებული აუქციონის გარეშე ტენდერი,“ - ნათქვამია წერილში.   

გაუქმების მიზეზები დასახელებული არ არის. თუმცა, კომისიამ გადაწყვეტილება, ოქმის თანხმად,  ერთხმად მიიღო.        

დღის ამბები